ტუნისის ხელისუფლებამ სასტუმროებზე თავდასხმაზე ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა

ტუნისის სამართალდამცველმა ორგანოებმა 12 პირი დააკავეს, რომლებიც ტუნისის სასტუმროებზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. ამ თავდასხმის შედეგად 39 უცხოელი ტურისტი დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულები იმ ჯგუფის წევრები არიან, რომლებმაც ლიბიის ისლამისტების ბანაკებში მომზადება გაიარეს. ამ ჯგუფში შედიოდნენ როგორც ქალაქ სუსეს სასტუმროებზე თავდასხმის მონაწილე, ასევე 2015 წლის მარტში ბარდოს მუზეუმზე ორი თავდამსხმელი. მაშინ თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსეში ტურისტებზე თავდასხმა 26 ივნისს მოხდა. ტერორისტი 23 წლის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელმაც 39 ადამიანი მოკლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამ თავდასხმის შემდეგ ტუნისი ათასობით ტურისტმა დატოვა – საუბარია დაახლოებით 2 ათას ბელგიელზე და დიდი ბრიტანეთის 2,5 ათას მოქალაქეზე. ტუნისის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად ქვეყნის ეკონიმიკურმა ზარალმა 515 აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები