„დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის გადანაწილების წესი მზად არის და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება“
13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის გადანაწილების წესი მზად არის და ის თბილისის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება. როგორც ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი სრულყოფილია და მასში დაზარალებულთა ყველა მოთხოვნაა გათვალისწინებული.
„დაზარალებული ოჯახები კატეგორიებად არიან დაყოფილი. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან მძიმე ზიანის მქონე ოჯახები, რომელთა სახლებიც პრაქტიკულად არ დგას, ისევე როგორც ის სახლები, რომლებიც დაზიანებულია ისე, რომ, ჩვენ მიერ გაკეთებული ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, აღდგენას არ ექვემდებარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე კატეგორია არის ოჯახები, რომელთა სახლებიც კოსმეტიკურ რემონტს და შეკეთებას ექვემდებარება“,-განაცხადა ნარმანიამ.