“100 %-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს 3 000 ლარს გადავცემთ”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მუნიციპალიტეტის გამგეობა საჩუქრად 3 000 ლარს, ხოლო აღმზრდელ სკოლას – 1 000 ლარს გადასცემს.
განათლების წახალისების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამით 2015 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100%-იანი გრანტის მიმღებ აბიტურიენტებს მოხმარდება.