კახა კალაძე: „ხუდონჰესთან” დაკავშირებით სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს კომპანიისგან 20% გამოისყიდოს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით,”ხუდონჰესთან” დაკავშირებით სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს კომპანიისგან 20% გამოისყიდოს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
“ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მონაწილეობს სახელმწიფო. ამ შემთხვევაში შედგა მოლაპარაკება და სახელმწიფომ დაიტოვა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოახდინოს 20%-ის გამოსყიდვა კომპანიისგან, ეს იქნება დაწყებით ეტაპზე თუ პროექტის განხორციელების დროს. ასე, რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც ახალი შეთანხმებები ჩაიდება, რომელიც თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება”, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.