გარემოს დაცვის სამინისტრო სისხლის დონორთა კვირეულს შეუერთდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სისხლის დონორთა კვირეულს შეუერთდა.
სამინისტროს ინფრომაციით, სისხლის დონორთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შპს “ნაციონალური სისხლის ბანკი” ატარებს დონორთა კვირეულს: “აჩუქე სიცოცხლე – გაიღე სისხლი”.
კვირეულის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები