კახა კალაძე: ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც მოხდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე Biletebi.ge-ს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ბილეთებთან დაკავშირებულ პრობლემას უპასუხისმგებლობას უწოდებს.
“მე ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ამ შემთხვევაში თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, უნდა მომხდარიყო Biletebi.ge-სთან ამ ყველაფრის გავლა, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც მოხდა”, – აღნიშნა კალაძემ.