“ჯიპიდან გადმოხტა გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა და ფული გადაუხადა“

ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი უჩა ხვედელიძე სოციალურ ქსელში ტაბიძის ხიდთან მომხდარი ამბის შესახებ წერს. ხვედელი ყვება, თუ როგორ დაეხმარა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოხუც ქალბატონს.

“დილით სამსახურში რომ მივდიოდი, სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას, ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირველს. მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ. სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი, მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სწრაფად მომავალი ორი „ტოიოტას“ ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი“,- წერს უჩა ხვედელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები