ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი დააკავეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები