აქცია მერიასთან -“გადადგეს უპასუხისმგებლო მერი“

თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით: “გადადგეს უპასუხისმგებლო მერი“. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიაა“.

სამოქალაქო მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფში შემავალმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თანამდებობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია.

„ნარმანიას საქმიანობამ თბილისელებში იმედგაცრუება გამოიწვია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, მოვუწოდებთ ნარმანიას, აიღოს პასუხისმგებლობა 13 ივნისის სტიქიაზე და დატოვოს თბილისის მერის თანამდებობა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები და დედაქალაქის მერის იმპიჩმენტით იმუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები