არაყიშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის დაგებული ასფალტი ჩაინგრა (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაგებული ასფალტის საფარი ჩაინგრა.

როგორც “კვირას” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა განუცხადეს, საგზაო სამუშაოს დამთავრების შემდეგ რამდენიმე დღეში ქუჩა დაზიანდა.

“ერთი თვეც არაა, რაც ეს გზა დააგეს და დაგებიდან რამდენიმე დღეში ჩაინგრა”, – აღნიშნავს არაყიშვილის ქუჩის მცხოვრები, გიორგი ლომჯარია.

„კვირა“ შეეცადა მერიის პრესსამსახურისგან ოფიციალური ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა ნარმანიას უწყებაში “კვირას” ზარებს არ უპასუხეს.

11541565_581054738701633_13410082_o 11660184_581054742034966_268417044_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები