ბელორუსია – ლიტვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას ქართველები დააკავეს

ბელორუსია – ლიტვის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს ქართველების ორი ჯგუფი დააკავეს. როგორც interfax.by იუწყება, ერთი ჯგუფი დასახლებულ პუნქტ პობენთან დააკავეს, ხოლო მეორე – დასახლებულ პუნქტ კენთან. ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი ჯგუფი ბოლორუსიის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ხოლო მეორე – ლიტვის მხარეს არის დაკავებული. მთლიანობაში საზღვრის გადაკვეთას 6 პირი ცდილობდა. interfax.by-ის ცნობით, ორივე ჯგუფის დაკავება უახლესი სათვალთვალო მოწყობილობების დახმარებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები