დეპუტატებმა ალექსანდრე შალამბერიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა პარლამენტის ყოფილ წევრს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანს ალეკო შალამბერიძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, გარდაიცვალა პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის: ალექსანდრე შალამბერიძე დღეს გარდაიცვალა. იგი 57 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები