პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირებას ხელი მოაწერა. ეს დოკუმენტი სამართლის ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთის ფედერაციის საბჭომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება 2015 წლის 18 მარტს მოახდინა. ე.წ. ხელშეკრულება 25 წლით არის გაფორმებული მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.
საქართველო ამ ხელშეკრულებას ქვეყნის განუყოფელი ტერიტორიის ანექსიის გაგრძელებად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები