გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პოლიტიკოსის, ბატონი ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო.

მისი სახით მისმა ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ალექსანდრეს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე 57 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები