სააკაშვილი კვიტაშვილს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომას ურჩევს

ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პოსტიდან უნდა გადადგეს. ამის შესახებ „რბკ უკრაინას“ ინფორმაციით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოში მუშაობდა ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც ცენტრალიზებული იყო, იყო მკაფიო კოორდინაცია და პოლიტიკური ნება. მე თავიდანვე მიმაჩნდა, რომ უკრაინის სისტემაში გარკვევას ის ვერ შეძლებდა. მან ძალზე მნშვნელოვანი საკანონდებლო პაკეტი შეიმუშავა, მაგრამ ის უკრაინის რადას კომიტეტების თაროებზე დარჩა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მას კვიტაშვილის მიმართ ძალზე კარგი დამოკიდებულება აქვს და სწორედ ამიტომ ურჩევს მინისტრის პოსტის დატოვებას. „ჩვენ უფრო აგრესიული, სხვა პოლიტიკური უნარის მქონე ადამიანი უნდა ვიპოვოთ, რომელიც ბოლომდე მიიყვანს იმას, რაც კვიტაშვილმა დაიწყო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები