„ანიკას“ ბენეფიციარები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარებიან
ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარები თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ.
როგორც „კვირას“ ასოციაციაში განუცხადეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაზარალებულთა დასახმარებლად „დედაენის ბაღში“ გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.
გამოფენაზე წარმნოდგენილი იქნება „ანიკას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, მაისურები და ჩანთები.
შემოსული თანხა 13 ივნისის სტიქიის დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
საქველმოქმედო აქცია „დედაენის ბაღში“ 5 ივლისს, 16.00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, სამი პირის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.