პაატა დავითაია ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ღრმა მწუხარებას გამოხატავს, ყოფილი პარლამენტის წევრის ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო.
“პარტია “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი პარლამენტის წევრის, პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრის ალექსანდრე შალამბერიძის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია პაატა დავითაიას განცხადებაში.
“თავისუფალი საქართველოს” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 57 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.