უმრავლესობის წევრი ზვიად სიჭინავას ვადაგასულს უწოდებს და სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით აკრიტიკებს

სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის მუშაობას უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე და ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ვადაგასულ პრეზიდენტს უწოდებს.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, სუპერთასის ბილეთების გაყიდვის პროცესი თავიდანვე ძალიან დიდ ტყუილებზე იყო აგებული.

„თავიდან ფედერაცია ამბობდა, რომ არანაირი კავშირი ხელშეკრულებასთან არ ჰქონდათ, რომელიც გაფორმდა თითქოს უეფასა და biletebi.ge- ს შორის. სამი დღის შემდეგ აღიარეს, რომ ისინი იყვნენ “დამტარი” და მათ მხოლოდ კონტრაქტი გააფორმეს. სამართლებრივად ძალიან მარტივია, რომ კონტრაქტზე ხელისმომწერი იყო ფედერაცია და, ბუნებრივია, ის იყო მხარე. თავიდან ამბობდნენ, რომ თანხა ჩაერიცხა თითქოს biletebi.ge-ს, მაგრამ გუშინწინ ფედერაციის პრეზიდენტმა, სხვათა შორის, ვადაგასულმა პრეზიდენტმა, რომელიც 22 იანვრის შემდეგ რატომ არის პრეზიდენტი გაუგებარია, აღიარა, რომ ეს თანხა კომპანიას არ ჩაურიცხა – ველოდებოდი ამ მდგომარეობას, ჩვენ ფულს ასე ჰაერში არ ვისვრითო. ელემენტარული კითხვა მაქვს, იქნებ ის 45 ათასი ევრო იყო იმისთვის აუცილებელი, რომ biletebi.ge-ს წესიერად ჩაეტარებინა ეს პროცედურა“, – მიიჩნევს დავით ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები