მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ კურსელი დანიშნა

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვლადიმერ ჟმაკი დაინიშნა.
ჟმაკი და სააკაშვილი კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან მეგობრობენ. ასევე სტუდენტობის პერიოდიდან ჟმაკი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს იცნობს. ოდესაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ჟმაკი კომპანია „კიევსტარის“ სადამკვირვებლო საბჭოში მუშაობდა. 2011 წლიდან ის “ТНК-ВР”-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო და „როსნეფტის“ მიერ მისი შესყიდვის შემდეგ „როსნეფტ-უკრაინას“ ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები