გორში სამართალდამცველებმა ქურდს ბინაში შეუსწრეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ბინის გაქურდვას ცდილობდა.

როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177 მუხლის თანახმად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები