რას უკავშირდება თბილისში ხიდებისა და სკვერების ფერებში განათება? (ფოტოკოლაჟი)

 

2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „სინათლის ქალაქი“ თბილისში მდებარე ხიდებსა და სკვერებს ოლიმპიადის ფერებში ანათებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში სულ 330 ახალი ობიექტია მინათებული.

როგორც სინათლის ქალაქის დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, ოლიმპიადის ფერებში განათებულ ობიექტებს შორისაა მეტეხის, გალაკტიონის, ბარათაშვილისა და მშრალი ხიდები. ასევე თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტი, მემედ აბაშიძის სკვერი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ქვევრები. ხორავას თქმით, ხიდებისა და სკვერების გარდა, „სინათლის ქალაქის“ მხატვრული მინათების თანამშრომლებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე კლდეც ოლიმპიადის ფერებში გაანათეს. ხორავას განცხადებით, 2015 წლის ოლიმპიადის დაწყებამდე „სინათლის ქალაქი“ კიდევ რამდენიმე ობიექტს გაანათებს, მათ შორისაა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მდებარე ხიდი და კახეთის გზატკეცილზე მდებარე გზაგამყოფი. ვასილ ხორავას თქმით, დედაქალაქში ღამით გავლა როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის განცხადებით, ობიექტებზე მხატვრული მინათებები ოლიმპიადის მერეც დარჩება.

11707641_1120143521335580_966867576845818167_n

11071502_1120143558002243_6224925927266989437_n

11138490_1120143481335584_3021927775021628210_n

11221598_1120143471335585_6355876773596028937_n

11412303_1120143488002250_7114385643414341183_n

11666130_1120143434668922_4636132064249155601_n

11666319_1120143514668914_1167407073794353189_n

11667338_1120143428002256_2414541408586595302_n

11692805_1120143554668910_3542772014372400893_n

11694118_1120143518002247_7712343579907942395_n

11694932_1120143441335588_8639874351874046636_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები