თბილისში სუპერმარკეტი “ორი ნაბიჯი” დააყაჩაღეს
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სუპერმარკეტი “ორი ნაბიჯი” დააყაჩაღეს, – მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და მან სალაროდან გარკვეული ოდენობის თანხის წაღება მოახერხა.