რუსეთში ყოფილ ქართველ “კანონიერ ქურდს” ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ბადურ ნარიმანიძე, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „ბადური“, მოსკოვიდან ტიუმენში გადაიყვანეს, სადაც ის ერთ-ერთ კოლონიაში ორ წელს გაატარებს. სააგენტო „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, ნარიმანიძეს ქურდის ტიტული ზლატოუსტის ციხეში ჩამოართვეს, სადაც ის სასჯელს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან იხდიდა. მას შემდეგ „ბადური“ „ოფიციალური“ კანონიერი ქურდი აღარ არის, თუმცა ეს დანაშაულების ჩადენაში ხელს სულაც არ უშლიდა, რაზეც მოგვიანებით ჩადენილი დანაშაულები მეტყველებს. „ბადური“ გასული წლის 16 ივლისს მოსკოვში დააკავეს. მას 30 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. მიმდინარე წლის 2 მარტს მას 3 წლით პატიმრობა მიესაჯა, ერთი წელი ნარიმანიძემ სასამართლოს მსვლელობის პერიოდში ციხეში უკვე გაატარა. „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბადურ ნარიმანიძეს დღეს ოფიცილაური ქურდის სტატუსი არა აქვს, მის მიმართ კრიმინალურ სამყაროში დიდი ყურადღებაა მიპყრობილი. ნარიმანიძე ამ ტიტულის აღდგენის იმედს არ კარგავს, თუმცა შუა ურალის მთავარმა კანონიერმა ქურდმა „ვოვა ზიატიოკმა“ უკვე თქვა, რომ ის ქურდს, სახელად „ბადურს“ არ იცნობს.

11696795_10204222943085388_267471122_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები