ზვიად ძიძიგური: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი და არა სანტექნიკოსი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კვალიფიციური და პროფესიონალი უნდა იყოს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აკეთებს.

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი ქადაგიძის შემცვლელზე საუბარი არ ყოფილა.

„საუბარი იმაზე გვქონდა, რომ ეროვნული ბანკის სექტორი უფრო კარგი უნდა იყოს, რათა ქვეყანაში სავალუტო რყევებს ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა იყოს ფინანსისტი და არა სანტექნიკოსი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე კვირას 2014 წლის ანგარიში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უნდა წარედგინა, თუმცა იმ მიზეზით რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა ანგარიშის მოსმენა ისევ გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები