“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია„ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 400 მმ-იან თუჯის ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას დაზიანების არეალში მდებარე სხვადასხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების სიმრავლე ართულებს. დაზიანების შესახებ შეტყობინება კომპანიამ 22:25 საათზე მიიღო. ტექნიკური ბრიგადები ავარიის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 15 წუთში, 22:40 საათზე მივიდნენ და ოპერატიულად გადაკეტეს წყლის ჩამკეტი ურდულები.

სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში, გუშინ ღამის 22:40 საათიდან მიმდინარეობს. ჩუღურეთის რაიონის ქუჩების ნაწილს, რომელსაც ამ დროისთვის წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება ღამის 12 საათიდან (00:00 ) აღუდგება. დღის მანძილზე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ლოკაციის შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღება, შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელ ხაზისა და ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები