თეიმურაზ მურღულია გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი სააგენტოს პრეზიდენტს მარია კრაუცბერგერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები შეაფასეს და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებასა და გარემოსდაცვით განათლებაზე იმსჯელეს. გერმანიის მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილებების საკითებში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 6 პროექტს ახორციელებს – ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში; ეროზიის ინტეგრირებული კონტროლის ღონისძიებები სამხრეთ კავკასიაში; კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშწყობის პროგრამა; – საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა; „აღმოსავლეთ ევროპაში დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გაუმჯობესება, შესაძლებლობათა გაძლირების გეგმების შემუშავების გზით“; გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედების კუთხით; დაბალემისიანი შენობები საქართველოში. შეხვედრაში ასევე გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები