უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება.
ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი რიცხვიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს დღეს გახდება ცნობილი.
უეფას სუპერთასის ბილეთებს Biletebi.ge აღარ გაყიდის.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, უეფას სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები