საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით – „INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე“ გაიმართა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 30 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველის და დავით დოიაშვილის საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით – „INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე“.

12 წლის შემდეგ ნატო მეტონიძე მსმენელის წინაშე ახალი სოლოპროგრამით წარდგა. პროექტში – „INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე“ – ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები. დადგმა რეჟისორ დავით დოიაშვილს ეკუთვნის. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველი; სპეციალურად წარმოდგენისთვის მომზადდა დეკორაცია, შიკერა კოსტიუმები, შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის საავტორო მუსიკა და მის მიერ შექმნილი ახალი საორკესტრო ვერსიები ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკალურ თემებსა და სიმღერებზე.

თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალმა მსმენელს მუსიკის ენით 60-იანი წლების თბილისის შესახებ მოუთხრო და ამ ეპოქასთან დაკავშირებული განცდები გაახსნეა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები