ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სანაპირო ზოლში შეზლონგებს აქირავებდა, ზურგში დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნულს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, საქმე გახსნილია და საქმე აღძრულია 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, დამნაშავე პირის დასაკავებელი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.