ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაცია: მერიამ შეისწავლოს ყველა რისკის შემცველი ქუჩა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაცია მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარის ჩანგრევის ფაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ასოციაცია მოითხოვს შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ფაქტი და სათანადო ღონისძიებები გაატარონ მომხდართან დაკავშირებით.
„ვინაიდან ასეთი რამ “ელბაქიძის” მერე ხდება მეორედ, მოვითხოვთ: 1.შეისწავლონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, რატომ არ და ვერ რეაგირებს თბილისის მერია ასეთ შემთხვევებზე; 2.დედაქალაქის მერიამ შეისწავლოს ყველა რისკის შემცველი ქუჩა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიება;
3. შეისწავლონ სამართალდამცავმა ორგანოებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) და თბილისის მერიის ურთიერთობის სამართლებრივი მხარე. უკვე მერამდენედ თბილისის მერია და GWP ხელს იშვერენ ერთმანეთისკენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებას ორივე ორგანიზაციის მხრიდან უნდა დაესვას წერტილი“, -აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები