ზვიად სიჭინავა: 22 ათასი ბილეთი სალაროებში გაიყიდება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, იმ გულშემატკივრებს, რომელთაც უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინეს, შეუნარჩუნდებათ. სიჭინავას თქმით, დარჩენილია 22 ათასი ბილეთი.

„შეთანხმებიდან ამოვარდა Biletebi.ge. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ფედერაცია და ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ბილეთები გაიყიდება სალაროებში, 22 ათასი ბილეთია დარჩენილი, 2 063 ბილეთი, რომელიც გულშემატკივარმა Biletebi.ge -ზე შეიძინა, მათ შეუნარჩუნდებათ“,-აღნიშნა სიჭინავამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები