ადვოკატი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მიესალმება და მასთან ერთად 260-ე მუხლის შემსუბუქებას ითხოვს

ადვოკატი ლექსო კობაიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მიესალმება. „მარიხუანის მოწევის გამო ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ“, – აცხადებს ადვოკატი და ცვლილებას არა მარტო დეკრიმინალიზიის კუთხით არამედ, 260-ე მუხლშიც მოითხოვს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, 260-ე მუხლი უნდა შეიცვალოს და სასჯელის მინიმალური ზღვარი არა 7 წლით, არამედ 0-დან დაიწყოს. მისივე თქმით, ყურადღების გამახვილება ასევე დოზირებაზე უნდა მოხდეს. 1 გრამისა და 10 კილოს ამოღება ერთნაირად არ უნდა ისჯებოდეს.
„ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის არ უნდა იჭერდნენ. დღესდღეობით ადამიანები ბევრ და ხშირ შემთხვევაში ამ მიზეზით ციხეში ხვდებიან. მათი ციხეში რესოციალიზაცია არ ხდება, ამიტომ აუცილებელია ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. შესაბამისად, ცვლილებებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც 500 ლარის მაგივრად სახდელი 100 ლარი იქნება, რასაც ვიზიარებ. დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, ციხე არ არის გამოსასწორებელი ადგილი, სადაც აღნიშნული კატეგორიის ადამიანებს რეაბილიტირება და რესოციალიზაცია შეეძლებათ.
მე უფრო მეტის მომხრე ვარ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს 260-ე მუხლზე და არ უნდა იჭერდნენ 7 წლით ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, ერთხელ მოიხმარეს ნარკოტიკი და ჯიბეში აღმოუჩინეს ძალიან მცირე დოზა. ამ მუხლის სასჯელი 7 წლიდან ზემოთ განისაზღვრება, აუცილებელია ამ მუხლის სასჯელი ნულიდან ზემოთ დაწესდეს. შემდეგ სასჯელის ზღვარი ნარკოტიკული საშუალების დოზის მიხედვით განისაზღვროს. 1 გრამის და 10 კილოს ამოღება ერთნაირად არ უნდა ისჯებოდეს“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები