UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა შეწყდა

ვებ-გვერდზე biletebi.ge UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 21:30 საათზე შეწყდა. ბოლო ინფორმაციით, biletebi.ge-ზე ბარსელონა-სევილიას შორის გასამართ მატჩზე დასასწრები 1500 ბილეთია გაყიდული, ხოლო 143 000 მომხმარებელი რიგშია.
ინფორმაციაში, რომელიც biletebi.ge-ზეა განთავსებული, არა არის ნათქვამი, როდის განახლდება UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ-გაყიდვა.
ამ დროისთვის biletebi.ge-ზე სხვა ბილეთების შეძენაც შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები