ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 113-ს მიაღწია (ვიდეო)

ინდონეზიის ქალაქ მედანში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავის C-130-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 113-ს მიაღწია. თუმცა ჯერჯერობით ყველა დაღუპულის ცხედრის მოძიება ვერ მოხერხდა. თვითმფრინავმა მიწაზე დაცემის დროს სასტუმრო და ორი სახლი დააზიანა.
Hercules C-130-ის ბორტზე 101 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ პილოტი შეეცადა საჰაერო ხომალდი აეროდრომზე დაებრუნებინა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
მიწაზე დაცემის დროს თვითმფრინავმა რამდენიმე ავტომობილიც დააზიანა. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, ვინაიდან სასტუმრო და სახლი, რომელზეც თვითმფრინავი დაეცა, ნანგრევებად არის ქცეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები