ინგა ფერაძის სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაციასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება

1 ივლისს, 11:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრის ფოიეში ინგა ფერაძის სოლო კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას მომღერალი, ინგა ფერაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 3 ივლისს, 20:00-ზე, თუმანიშვილის თეატრში, ქართველი მომღერლის, ინგა ფერაძის ალბომის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „Art&Society“. კონცერტში მონაწილეობენ მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი და სიმფონიური ორკესტრის მცირე შემადგენლობა.
ინგა ფერაძე 1947 წლის 24 მაისს, თბილისში დაიბადა. 70-იან წლებში დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა – მღეროდა ანსამბლში „ორერა“, ოთხი წლის განმავლობაში, ინგა ფერაძე ანსამბლის „დიელო“ უცვლელი სოლისტი იყო. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ინგა ფერაძის შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგი პერიოდი უკავშირდება ცნობილ ჯაზმენს – იგორ ბრილს. სწორედ მასთან მუშაობის პერიოდში ინგა ფერაძე აღიარეს ჯაზის საუკეთესო შემსრულებელად. ჯაზის საუკეთესო ქალი – შემსრულებლის რანგში მას მიღებული აქვს ლაურეატის წოდება ბალტიისპირეთის ქვეყნების ფესტივალებზე. 2001 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინგა ფერაძე გაემგზავრა ბელგიაში, საიდანაც 2015 წელს დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები