პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი და თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრი მოიცავს რამდენიმე განახლებულ და ახლად დაარსებულ დარბაზს, რომელთა შორისაა: დედაენის დარბაზი, ქართული ემიგრაციის დარბაზი -სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეს“ ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტარები, ბიზნესმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები