თამაზ მეჭიაური: ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის პროექტს დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
მეჭიაური აცხადებს, რომ ცვლილებების შეტანის დროს კანონში სხვადასხვა პოზიცია გაითვალისწინეს.
“არ მინდა ვინმეს კრიტიკა დავუწყო, მაგრამ ის გამოთქმული შენიშნვნები, ძირითადად, არ იყო სწორი, მათ ისიც არ იცოდნენ, ჩვენ რა შენიშვნებს ვითვალისწინებდით. ბევრი შენიშვნა, რომელიც იქ იყო, უკვე გასწორებულია იმ ვერსიაში, რომელიც მეორე მოსმენისთვის იქნება წარდგენილი და ამ წერილების მიმოწერას ალბათ სჯობდა ჩართულიყვნენ მუშა პროცესში, რომ მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა“, – განაცხადა მეჭიაურმა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცდება, ვეტო დაძლიოს. “ვეტოს, რა თქმა უნდა, დავძლევთ,” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტზე მსჯელობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები