პოროშენკოს ბლოკი კვიტაშვილის გადაყენების ინიციატივით გამოდის
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის გადაყენების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის.
„რბკ უკრაინას“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის კულუარებში დეპუტატმა იგორ კონონენკომ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის კომიტეტი, რომელსაც „პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენელი ოლგა ბოგომოლეცი ხელმძღვანელობს, კვიტაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა.
„სამინისტროში ძალიან რთული სიტუაციაა, არის მრავალი პრობლემატური საკითხი. ეს ჩვენმა შიდა აუდიტმა აჩვენა. ამიტომ ჩვენ კოალიციას ჯანდაცვის მინისტრის როტაციის საკითხის განხილვას ვთავაზობთ “, – განაცხადა კონონენკომ. მისი ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა უკვე მიმდინარე წლის ხუთშაბათს შეიძლება მოხდეს. კონონენკოს ვარაუდით, ასევე ხუთშაბათს შედგება ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობიდან იგორ შევჩენკოს გადაყენების საკითხზე კენჭისყრა. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადაში უკვე შეიტანა.