ამ დროისთვის Biletebi.ge-ზე UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები 847 ბილეთია გაყიდული

Biletebi.ge-ზე UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა გრძელდება. გულშემატკივართა დიდი რაოდენობის გამო, დროებით შეიქმნა ხარვეზები და პროცესი შეფერხდა.
ამ დროისთვის განახლებულია ვებგვერდზე გულშემატკივართა დარეგისტრირებისა და რიგში ჩასგომის პროცესი. Biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი ადასტურებს, რომ იყო შეფერხება საიტზე რიგის გამო, თუმცა, მისივე თქმით, გაყიდვები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 847 ბილეთი უკვე გაყიდულია, რიგში 80 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. მისი თქმით, არის გარკვეული შეტყობინებები, რომ გულშემატკივარი ვერ ახერხებს ავტორიზაციას და ხდება ამ ფაქტების შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები