„ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედება გარემოზე“- პროექტის შესახებ იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის „ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედება გარემოზე“ შესახებ იმსჯელეს.

მეორე სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ გახსნა.

შეხვედრაში ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული კუმულაციური ზემოქმედების შეფასების შესახებ შემუშავებული კონცეპტუალური ჩარჩო განხილეს. ასევე, პროექტის ტექნიკური მიზნები, მოსალოდნელ შედეგები და მეთოდოლოგია განიხილეს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, კუმულატიური ზემოქმედების სწორად შეფასებაში და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაში.

პროექტი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები