ამ დროისთვის სუპერთასის მატჩზე დასასწრები 250 ბილეთია გაყიდული

„ბარსელონა“- „სევილიას“ მატჩზე დასასწრები 250-მდე ბილეთია გაყიდული. ამის შესახებ კომპანია Biletebi-ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა და, მისივე თქმით, რიგში დგას დაახლოებით 60 ათასამდე ადამიანი. „ეს ყველაფერი გამოწვეულია ძალიან დიდი მოთხოვნის გამო. რამდენიმე მომხმარებელმა მოგვმართა, რომ რიგის გასვლის შემდეგ გამოაგდო პროგრამიდან, თუმცა მაგ დეტალსაც ვიკვლევთ“,- განაცხადა ჩხიკვიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრები სუპერთაშის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდული იყო. დილის 09:00 საათიდან კი ქართველ გულშემატკივარს ბილეთების ყიდვა შეუფერხებლად შეუძლია. უეფას სუპერთასი თბილისში, “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის გამარჯვებული “სევილია” შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები