სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სტრატეგიული ლიდერობის პროგრამის ოთხდღიანი კურსი დაიწყო.
ტრენინგი საერთაშორისო ურთიერობის საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მექკალამმა გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას შოთა ღვინერიამ სემინარის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა ლიდერიზმის გამოწვევებს, ასევე, განსხვავებებს ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის.
სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. სემინარს ვიცე-პოლკოვნიკი ჯემი ჰართლი რიფლესი და ქრენფილდის უნივერსიტეტის დოქტორი, იფთი ზაიდი უძღვებიან. კურსის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები