თბილისის აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გაიცა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. საკითხი ხვალ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შევა და დეპუტატები სახელის მინიჭებაზე იმსჯელებენ.
განათლებისა და კულტურის, ასევე სახელებისა და სიმბოლიკის კომისიების გაფართოებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვამ დეპუტატებს შორის პოლემიკა გამოიწვია.
სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინციატივით გამოვიდა, უგრეხელიძის ამ განცხადებას განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და ყველა ქართველს აერთიანებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღეს საკრებულოში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარესთან არსებული სათათბიროს წევრებიც შეიკრიბებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები