ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არაგვის ხიდიდან გადავარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
24 წლის ლუკა სორდია, რომელიც მცხეთაში, არაგვის ხიდიდან გადავარდა, შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გაადასვენეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა 27 ივნისს არაგვის ხეობაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ლუკა სორდია ხიდიდან შემთხვევით გადავარდა. მაშველების ოპერატიულად მოქმედების შედეგად, ახალგაზრდა მდინარიდან დროულად ამოიყვანეს.
როგორც „კვირას“ მცხეთის რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 24 წლის ლუკა სორდიას, თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.