სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი გარდაიცვალა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი თურქეთში წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ წავიდა. მათი განცხადებით, მათთვის უცნობია, როგორ გადავიდა ის სირიაში.
თურფალ ბორჩაშვილი სოფელ ძივახევიდან იყო. ბორჩაშვილი უკვე მე-14 საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეს ბრძოლის დროს გარდაიცვალა.