თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გიორგი ყ. თეიმურაზ მ. და ზურაბ ბ. დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ ერთ-ერთი საწარმოს თავმჯდომარე გიორგი ყ. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი თაღლითური სქემით, სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებს, რითაც დასაქმებულად აფიქსირებდნენ ათეულობით მოქალაქეს.
ამის შემდეგ, ყალბი სახელფასო ცნობების გამოყენებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაზარალებულთა სახელით მართლსაწინააღმდეგოდ იღებდნენ და ისაკუთრებდნენ დიდი ოდენობით სესხის სახით მიღებულ თანხებსა და განვადებით გამოტანილ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რითაც ათეულობით მოქალაქე დააზარალეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის I ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები