„სახელმწიფო უწყებებმა გამოავლინეს მეტი პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხელისუფლების მუშაობა დადებითად შეფასდა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხელისუფლება მუშაობს გამჭირვალეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა გამოავლინეს მეტი პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მთავრობამ წლის განამავლობაში მიიღო რიგი ზომები, რათა გაეზარდა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის ხარისხი, მათ შორის საჯარო მოხელეებისთვის პრემირების სისტემის, შესყიდვების სისტემის და სახელმწიფოში საკუთრებაში არსებული ავტომობილების წესის დამტკიცების კუთხით.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ახდენდნენ ოპერირებას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა პირველი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც მოიცავს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები