ვაკე-საბურთალოს გზაზე დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

 ვაკე-საბურთალოს გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილ ახალგაზრდას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, დაზარალებული მხარშია დაჭრილი და მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ვაკე-საბურთალოს გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მისმა მეგობარმა გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები