გარემოს დაცვის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სსიპ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის” პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გარემოს დაცვის სექტორში მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს განახორციელებენ.

გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტისთვის, აკადემია სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პოტენციალს გამოიყენებს და სამინისტროს რეკომენდაციებსა და დასკვნებს წარუდგენს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გარემოს დაცვის პოლიტიკის განხორციელებაში მიიღებს მოაწილეობას. მემორანდუმი ასევე, მიზნად ისახავს თანამედროვე რესურსდამზოგი და უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები