აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა განახორციელა. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს ძალებით 1200 ჰა ფართობი შეიწამლა. მონიტორინგის ჯგუფმა მწერების ძლიერი გავრცელების კერები – ალაზნისპირა სოფლები და დაჭაობებული ტერიტორია შეარჩია.
ქიმიური წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით, პრეპარატ „დეცისის“ გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მეთოდი კოღოების გასანადგურებლად აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოში კი იგი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საკარანტინო მავნებლის – ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის. ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორის, კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები